ფეხბურთი

22:09 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” პირველი წრე მოგებით დაასრულა

საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტური “გურიასა” და “კოლხეთის” მატჩით გაიხსნა და ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები ვანო წილოსანმა დააწინაურა, ხოლო ფოთელების მხრიდან გოლი გოჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

დღის მეორე მატჩი გაიმართა “მიხეილ მესხზე”, სადაც “ლოკომოტივმა” “ცხინვალს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კახა კაჭარავას გუნდიდან გამარჯვების მომტანი გოლი დავით მაისაშვილმა გაიტანა.

“ცხინვალი” მესამე ადგილზე 32 ქულით დამკვიდრდა, ხოლო თბილისური გუნდი მეორე წრეს მე-12 ადგილით შეხვდება. “გურიას” 10 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს, ხოლო ფოთელები მე-11 ადგილზე 18 ქულით იმყოფებიან.

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

გურია – კოლხეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვანო წილოსანი (14), 1:1 გოჩა კვარაცხელია

თბილისი. “მიხეილ მესხი”

ლოკომოტივი – ცხინვალი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დავით მაისაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089448