ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზმი ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი, რასაც გააკეთებს ეს ყველასთვის მოულოდნელი იქნება.
ალბანეთი A ჯგუფში საფრანგეთის, რუმინეთის და შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს.
“არ ვწუხვარ, რადგან ისედაც მეოთხე კალათაში ვიყავით და ძლიერი გუნდები შეგვხვდებოდა. მასპინძელს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით. აგრეთვე ჩვენთანაა რუმინეთი და შვეიცარია, ორი ძლიერი ნაკრები. ჩვენი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ სტრესს არ განვიცდით. აქედან გამომდინარე, ტურნირზე რასაც გავაკეთებთ, მოულოდნელობა იქნება. ფეხბურთელებს სურთ მოედანზე გავიდნენ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად ბოლომდე წარმოაჩინონ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ალბენითი და საფრანგეთი ბოლოს 2015 წლის 13 ივნისს დაუპირისპირდნენ და ამხანაგური შეხვედრა დე ბიაზის შეგირდების სასარგებლოდ (1:0) დასრულდა. ბალკანელები ჯგუფის პირველ შეხვედრას 11 ივნისს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.







