ფეხბურთი

19:08 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

უეფას შტაბ-ბინაში დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

მას შემდგომ, რაც ყველა წყვილის ვინაობა გაირკვა, ჟურნალისტები სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და თებერვალში გასამართ მატჩებზე შეეკითხნენ.

აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო კომენტარს გთავაზობთ.

რუდი გარსია (“რომას” მწვრთნელი): “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. ჯგუფში “ბარსელონას” შევხვდით, ახლა კი, მადრიდულ გრანდთან დაპირისპირება მოგვიწევს, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ურთულესი მატჩებისთვის მზად უნდა იყო. 1/8 ფინალამდე ორი თვეზე მეტია დარჩენილი, იმ დროისთვის ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნებიან და ვეცდებით, შესაძლებლობის ზღვარზე ვითამაშოთ.”

ემილიო ბუტრაგენიო (“რეალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი): “რომა” სახიფათო კლუბია, რომელიც “რეალის” წინააღმდეგ ყოველთვის კარგად თამაშობს. ფრთხილად უნდა ვიყოთ. “ბლანკოსში” მთლად სახარბიელო სიტუაცია არაა და თებერვლამდე ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. “რომამ” ჩვენი დამარცხების ფასი იცის და ამისთვის ყველაფერს გაიღებენ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფავორიტები ვართ, თორემ ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულდეს.”

ალბერტ სოლერი (“ბარსელონას” დირექტორი): “არსენალი” და “ბარსელონა” სანახაობრივი თამაშით გამოირჩევიან. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ორი ძალიან ლამაზი მატჩი ელით. “არსენალი” კარგი გუნდია და ყურადღებით თამაში გვმართებს.”

ფილიპ კოკუ (პსვ-ს მწვრთნელი): “ატლეტიკო არის მეტოქე, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია. მადრიდული კლუბი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რომელთან შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით მაქსიმუმს მივაღწიოთ.”

ანდრე ვილაშ-ბოაში (“ზენიტის” მწვრთნელი):“ჩვენს წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი გუნდი ითამაშებს, რომელიც ევროპა ლიგის ბოლო გათამაშებებში ორჯერ გავიდა ფინალში. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, რადგანაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოგვიწია თამაში. რთული მატჩები გველოდება. რუსეთის ჩემპიონატში ზამთრის დიდი შესვენებაა, თუმცა კარგად უნდა მოვემზადოთ და ფორმა შევინარჩუნოთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ.”

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩები მომავალი წლის 16/17 და 23/24 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 8/9 და 15/16 მარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171249