ჩოგბურთი

23:15 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი წყვილთა ტურნირში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

მე-4 ნომრად განთესილი შაფათავას და ჰოლანდიელი სინდი ბურგერის დუეტი გერმანულ-რუსულ ტანდემს (გრაიდეკი-იაშინა) ვერ გაუმკლავდა და 4:6, 4:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა ერთულთა ტურნირში მე-7 ნომრადაა განთესილი და რუმინელ კრისტინა დინუს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170902