ცნობილმა საერთაშორისო სპორტულმა ვებგვერდმა Transfermarkt–მა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საუბარია, პრემიერლიგის ოცივე კლუბის შემადგენლობის საერთო ღირებულებაზე და რეიტინგზე. აღნიშნული მონაცემების ფონზე, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილი ძალიან უცნაურად გამოიყურება – “ლესტერი”, რომელიც ფეხბურთელთა ფასებით (70.1 მლნ ფუნტი) მე-16 ადგილს იკავებს, გათამაშების ლიდერია, ხოლო ლონდონის “ჩელსი”, რომელსაც ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები (379.8 მლნ ფუნტი) ჰყავს მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.
პრემიერლიგის ყველა კლუბის საერთო სატრანსფერო ღირებულება ფოტოზე იხილეთ.









