უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიის “ბარსელონა” 2015 წლის მსოფლიოს საკლუბო თასის მფლობელი გახდა.
ესპანურმა გრანდმა ფინალურ მატჩში კოპა ლიბერტადორესის 2015 წლის ტრიუმფატორი, არგენტინული “რივერ პლეიტი” 3:0 დაამარცხა. გოლები ლიონელ მესიმ (36) და ლუის სუარესმა (49, 68) გაიტანეს. სამი საგოლე გადაცემიდან ერთი სერხიო ბუსკეტსმა შეასრულა, ხოლო ორი ნეიმარმა მიითვალა.
“ბარსელონამ” მსოფლიოს საკლუბო თასის მესამედ მოგებით “კორინთიანსის” შედეგი გააუმჯობესა. 2015 წლის ტურნირის ბომბარდირი 5 გატანილი გოლით ლუის სუარესი გახდა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი, სამეფო თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო თასი – ეს იმ ტურნირების ჩამონათვალი, რომელიც “ბლაუგრანამ” 2015 წელს მოიგო.







