სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:34 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საშობაოდ სკუდეტოსთვის ბროლა გამძაფრდა (+VIDEO)

იტალიის სერია A საშობაო შესვენებაზე გავიდა – 2015 წლის კალჩოს ბოლო ტური მეტად საინტერესოდ წარიმართა და სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. პირველ ხუთ ადგილს შორის განსხვავება მხოლოდ 4 ქულაა, რაც თავისთავად მეტყველებს, რომ იანვრიდან საჩემპიონო რბოლაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

მილანის “ინტერი” შობა-ახალ წელს ლიდერის რანგში კი შეხვდება, მაგრამ ახლა “ნერაძურის” უპირატესობაა მხოლოდ მინიმალურია. რობერტო მანჩინის გუნდმა XVII ტურის დასკვნით მატჩში შინ “ლაციოსთან” წააგო – 1:2. შეხვედრის გმირი კი იტალიის ნაკრების შემტევი ანტონიო კანდრევა გამოდგა, ვინაც მასპინძლებს დასაწყისში და მიწურულში ორი გოლი შეუგდო და უქულოდ დატოვა. ლომბარდიელები ამ მარცხის შემდგომ “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” კინკილა ქულით სჯაბნიან.

სეზონის საშინელი სტარტის მერე ტურინის “იუვენტუსი” გონზე რომ მოვიდა, ძველი ამბავია. “იუვემ” მიჯრით მე-7 შეხვედრა მოდენაში მოიგო, სადაც დებიუტანტი “კარპი” მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დაამარცხა – 3:2. “ბებერი ქალბატონი” ამჟამად მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და დიდი მარჩიელობა არ სჭირდება, რომ სკუდეტოს მაძიებელთა შორის ტურინელთა შანსები სხვებზე უფრო ძვირად ფასობს. რაც შეეხება ამ ტურის მატჩს, იგი “იუვესთვის” კარგად არ დაწყებულა: მე-15 წუთზე მარკო ბორიელომ ყოფილი კლუბის კარი აიღო. და მაინც, ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, დუბლი კი მარიო მანჯუკიჩმა გაიფორმა. საერთოდ, ხორვატი ტურინულ გრანდთან ადაპტირებას დღითიდღე განაგრძობს და მოედანს უგოლოდ თითქმის არ ტოვებს. მესამე გოლი მასიმილიანო ალეგრის შეგირდთაგან პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც კლაუდიო მარკიზიოს დიდებული გადაცემა შეირგო. ბოლოს ლეონარდო ბონუჩიმაც გამოიჩინა თავი, ოღონდ საკუთარი კარი დალაშქრა.

ორმატჩიანი მოუგებელი სერია ბერგამოში შეწყვიტა “ნაპოლიმ” და “ინტერს” სათოფეზე მიუახლოვდა. ნეაპოლიტანელებს ამჯერადაც არგენტინელმა გონსალო იგუაინმა მოაგებინა, რომელიც დუბლით გამოირჩა. დუბლის შესრულება მარეკ ჰამშიკსაც შეეძლო, თუმცა სლოვაკმა ბოლო წუთზე პენალტი კარის ჩარჩოშიც ვერ მოარტყა. სხვათა შორის, იმავე ჰამშიკმა პირველი გოლიც თერთმეტი მეტრიდან გაიტანა და არც ამ მომენტში დაკლებია ბევრი ვერგასატანად, მაგრამ იღბალმა არ უმტყუნა...

“ნაპოლის” მსგავსად მოიგო და 35 ქულა დააგროვა “ფიორენტინამ”. “იებმა” შინ ვერონას “კიევოს” პირველ ნახევარ საათში გადაუწყვიტეს მატჩის ბედი, როცა ორი გოლი გაუტანეს. რაღა თქმა უნდა, ფლორენციელთა რიგებში საუკეთესოები იოსიპ ილიჩიჩი და ნიკოლა კალინიჩი გახლდათ – გოლები მათ გაიტანეს. სლოვენიელის შედევრი კი ცალკე ნახვასაც იმსახურებს...

მოიგო და ევროპა ლიგის ზონაში შეაღწია “მილანმა”. მიუხედავად იმისა, რომ სტადიო “მატუზაზე” “როსოენერისთვის” თამაში კარგად არ დაწყებულა და პირველი ნახევარი წააგო კიდეც, შინ მაინც სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. მეორე ტაიმში “მილანმა” გამოუცდელ მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა. კარლოს ბაკამ კი თავის გამოჩენა ამჯერადაც შეძლო.

რუდი გარსია უმუშევრად დარჩენას გადაურჩა – “რომამ” მასავით შავ დღეში მყოფი “ჯენოა” მიიღო და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით დაამარცა. ჯერ ალესანდრო ფლორენციმ გაიტანა, რომელიც წლეულს რომალეთა რიგებში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნათელი წერტილია, ხოლო ბოლოსკენ ნიგერიელმა უმარ სადიქმა ელიტაში მეორედ ითამაშა და სადებიუტო გოლიც შეაგდო. სხვათა შორის, სადიქი პრიმავერას ჩემპიონატში თამაშობს და “ემპოლის” ახალგაზრდული გუნდის ქართველი ფორვარდის, რომან ჭანტურიას კონკურენტია ბომბარდირთა დავაში...

“კარპი” – “იუვენტუსი” 2:3 (1:2) (მიმოხილვა)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 9 000

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო; ლოლო, კოფიე (ბიანკო 70), მარონე, გაბრიელ სილვა; ბორიელო (მბაკოგუ 66), დი გაუდიო (ლასანია 54)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი (რუგანი 57), ბონუჩი, კიელინი; კუადრადო (ლიხშტაინერი 83), ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა (მორატა 69), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ბორიელო (15), 1:1 მანჯუკიჩი (18), 1:2 მანჯუკიჩი (41), 1:3 პოგბა (50), 2:3 ბონუჩი (90, ა.გ)

გაფრთხილება: გაბრიელ სილვა (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 8 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ატალანტა” – “ნაპოლი” 1:3 (0:0) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14 000

“ატალანტა” (4-3-3): ბასი; ბელინი (რაიმონდი 64, მაზიელო 79), სტენდარდო, პალეტა, ბრივიო; დე რუნი (დ’ალესანდრო 78), ჩიგარინი, გრასი; გომესი, დენისი, მორალესი

მწვრთნელი: უდუარდო რეია

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი (ლოპესი 66), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი (მერტენსი 72), იგუაინი (მაჯო 89)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ჰამშიკი (52, პენ), 1:1 გომესი (54), 1:2 იგუაინი (62), 1:3 იგუაინი (85)

გაფრთხილება: ჩიგარინი (80) – კულიბალი (42), ჟორჟინიო (72, 74)

გაძევება: პალეტა (90) – ჟორჟინიო (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 14 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ფიორენტინა” – “კიევო” 2:0 (2:0) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 29 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, რონკალია; ბერნარდესკი, ვესინო, ბადეი, ალონსო; ბორხა ვალერი (სუარესი 81), ილიჩიჩი (მატი ფერნანდესი 58); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, დაინელი, გობი; რადოვანოვიჩი (რიგონი 65), კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 73); პალოსკი, მეჯორინი (ინგლეზე 46)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 კალინიჩი (20), 2:0 ილიჩიჩი (32)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (70) – გამბერინი (71), ინგლეზე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 1 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:8

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ვერონა” – “სასუოლო” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; სალა, მორასი, ბიანკეტი, სუპრაიენი; ჰალფრედსონი (გრეკო 60), ვსჟოლეკი; სილიგარდი (პაცინი 60), იონიტა, ვივიანი; ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; პელეგრინი (დანკანი 82), მისიროლი, ლარიბი (ბიონდინი 68); პოლიტანო (ფლორო ფლორესი 58), ფლოკარი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 ფლოკარი (35), 1:1 ტონი (39)

გაფრთხილება: ჰალფრედსონი (1), სალა (51) – მისიროლი (5)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 11 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“რომა” – “ჯენოა” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 23 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი (ვაინკე 88), დე როსი, პიანიჩი (იაგო ფალკე 65); ჟერვინიო, ჯეკო, სალაჰი (სადიქი 82)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ჯენოა” (4-2-3-1): პერინი; მუნიოსი, დე მაიო, იცო, ანსალდი (პანდევი 57); ტაკჩიდისი (სისოხო 64), რინკონი; კაპელი (ლაზოვიჩი 46), ნტჩამი, ლაქსალტი; გაკპე

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ფლორენცი (42), 2:0 სადიქი (89)

გაფრთხილება: ნაინგოლანი (22), ფლორენცი (29), პიანიჩი (35) – ლაქსალტი (9)

გაძევება: ჯეკო (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 11 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ფროზინონე” – “მილანი” 2:4 (1:0) (მიმოხილვა)

ფორზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 000

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; პავლოვიჩი, ბლანჩარდი, დიაკიტე, მ. ჩიოფანი (ლონგო 90); გორი (ჩიბსა 72), სოდიმო, სამარკო, ტონევი (პაგანინი 63); დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო; ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა (პოლი 90), ნიანგი (ლუის ადრიანო 80)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 დ. ჩიოფანი (19), 1:1 აბატე (50), 1:2 ბაკა (55), 1:3 ალექსი (77), 2:3 დიონისი (83), 2:4 ბონავენტურა (90)

გაფრთხილება: ტონევი (45), სოდიმო (55), ბლანჩარდი (61), პავლოვიჩი (68), დ. ჩიოფანი (90) – ნიანგი (49), რომანიოლი (60), დონარუმა (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 16 (10) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 2:11 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

“სამპდორია” – “პალერმო” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-2-1): ვივიანო; კასანი, დე სილვესტრი, მოისანდერი, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო (ლაზაროსი 78), სორიანო (კოდა 87); კარბონერო, ივანი; კასანო (მურიელი 70)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; გოლდანიგა, გონსალესი, სტრუნა (რისპოლი 80), ლაზაარი; ჰილიერმაკი, ჩოჩევი (ქუაისონი 57), იაიალო; ვასკესი; ტრაიკოვსკი, ჯილარდინო (ჯორჯევიჩი 64)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 1:0 სორიანო (53), 2:0 ივანი (76)

გაფრთხილება: ფერნანდო (63), ივანი (65) – ვასკესი (43), სტრუნა (57), გონსალესი (90), ჯორჯევიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ტორინო” – “უდინეზე” 0:1 (0:1) (მიმოხილვა)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო (მაქსი ლოპესი 70), იანსონი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბენასი (აკქუა 63), ბაზელი, ვივესი, მოლინარო (აველარი 57); ბელოტი, კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ფერნანდესი, ლოდი (იტურა 89), ბადუ, ედენილსონი (ალი ადნანი 75); დი ნატალე (პირისი 66), პერიკა

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლი: 0:1 პერიკა (41)

გაფრთხილება: ბოვო (63), მაქსი ლოპესი (73) – დანილო (12), ვაგუე (53, 64)

გაძევება: ვაგუე (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 13 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ინტერი” – “ლაციო” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 46 260

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მონტოია, მირანდა, მურილო, ტელეში (პალასიო 89); ფელიპე მელო, მედელი; პერიშიჩი, იოვეტიჩი (ლიაიჩი 58), ბიაბიანი (ბროჟოვიჩი 58); იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო, ჰოედტი, მაურისიო, რადუ; პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ბილია; ანდერსონი (კეიტა 83), მატრი (ჯორჯევიჩი 74), კანდრევა (პატრისი 90)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 კანდრევა (5), 1:1 იკარდი (61), 1:2 კანდრევა (87)

გაფრთხილება: ბიაბიანი (55) – ბილია (49), მილინკოვიჩ-სავიჩი (66, 90), კანდრევა (90)

გაძევება: ფელიპე მელო (90) – მილინკოვიჩ-სავიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 5 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080729