განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კვლავ “მილანის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ, ლომბარდიული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა.
კევინს “შალკეს” ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მაისში მოუვიდა და მას შემდეგ “ხუმარების” რიგებში აღარ უთამაშია. ის სექტემბრიდან “მილანთან” ერთად ვარჯიშობს, ხოლო 8 დეკემბერს “ხუმარებთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ცნობილი გახდა, ბოატენგი 4 იანვარს “როსონერისთან” კონტრაქტსაც გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგი “მილანის” ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა და 100 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.





