ფეხბურთი

18:16 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ფერნანდესს გაიფორმებს

მადრიდის “ატლეტიკო” უახლოეს დღეებში ვიგოს “სელტას” ნახევარმცველს აუგუსტო ფერნანდესს გაიფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

დიეგო სიმეონე თანამემამულეს ტიაგო მენდეშის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით აპრილამდე ვერ შეძლებს თამაშს.

მადრიდელები 29 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების 50%-ს “სელტასგან” გამოისყიდიან, ხოლო ნახევარს არგენტინული “ველესი” ფლობს და მათთან მოუწევთ შეთანხმება.

ფერნანდესი “როხიბლანკოსთან” 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 1.8 მილიონი ევრო იქნება.

აუგუსტომ მიმდინარე სეზონში “სელტას” მაისური 15-ჯერ მოირგო და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090105