“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. პოლმა გამთამაშებელ ტერი პორტერს გადაასწრო, რომელიც 1985-2002 წლებში “პორტლენდის”, “მინესოტას”, “მაიამის” და “სან ანტონიოს” ღირსებას იცავდა.
კრისმა “ოკლაჰომასთან” (99:100) წაგებულ შეხვედრაში 10 პასი გააკეთა და კარიერაში სულ 7166 ზუსტი გადაცემა დაუგროვდა, ხოლო ტერი პორტერის ანგარიშზე 7160 პასია.
ნბა-ში ყველაზე მეტი 15 806 შედეგიანი გადაცემა ჯონ სტოკტონს აქვს გაკეთებული.







