ფეხბურთი

23:25 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალს” ჩერიშევის დაბრუნება სურს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის დენის ჩერიშევის შეძენა “ვილიარეალს” სურს – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

25 წლის ფეხბურთელს “ბლანკოსის” რიგებში თამაში ფაქტობრივად არ უწევს, რითაც უკმაყოფილოა და “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

დენისს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ევროდაა შეფასებული. რუსი ფეხბურთელისთვის “ელ მადრიგალზე” თამაში უცხო არაა, რადგანაც “ვილიარეალში” გასულ სეზონში იჯარით ასპარეზობდა და 40 მატჩში 7 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ჩერიშევმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისური 6-ჯერ მოირგო (სულ 117 წუთი) და თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081144