ფეხბურთი

12:53 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ყატარს არ გამორიცხავს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამომავლოდ კარიერის ყატარში გაგრძელებას არ გამორიცხავს. როგორც სკანდინავიელმა გიგანტმა ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა “ეკიპს” უთხრა, ამჟამად მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს, თუმცა მომავალში აზიაში აბარგება შესაძლებელია.

“პრეზიდენტ ალ-ხელაიფისთან და ყატარის ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, რადგან მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ და რა მოხდება მომდევნო თვეებში არ ვიცი. ყატარში გადაბარგების შანსი ნამდვილად არსებობს”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096516