“ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი ადამ შალაი იჯარის წესით “ჰანოვერში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
უნგრეთის ნაკრების 28 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
შალაის მიმდინარე სეზონში თამაში თითქმის არ უწევდა და მხოლოდ 5 (სულ 121 წუთი) უგოლო შეხვედრა ჩაატარა.





