ავტოსპორტი

23:06 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ლოებმა დაკარზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

დაკარის პირველი ჩქაროსნული ეტაპის გამარჯვებული, სებასტიან ლოები გახდა. კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა მეორე ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. პირველი ეტაპი, ცუდი ამინდის (კოკისპირული წვიმა) გამო გაუქმდა, პროლოგისას კი ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთი ავტომობილი მაყურებლებში შევარდა და ოთხი ადამიანი დააზიანა (მათგან ერთი მძიმედ).

ინციდენტი დაკარის პირველ ჩინელ ქალ მონაწილე გუო მეილინს შეემთხვა. ორგანიზატორებმა უმალ შეწყვიტეს რბოლა და დაშავებულთა საშველად, ადგილზე ოთხი ვერტმფრენი მიავლინეს. საერთოდ, პროლოგი მოკლე დისტანციაზე (ამჯერად 11 კილომეტრზე) ტარდება და პირველ დღეს მონაწილეთა გასვლის მიმდევრობას განსაზღვრავს. მართალია, პროლოგის რბოლა შეწყდა, მაგრამ მასზე ავტომობილების ნაწილმა ასპარეზობა მოასწრო. შედეგად, საუკეთესო დრო ჰოლანდიელმა ბერნჰარდ ტენ ბრინკემ (ტოიოტა) დააფიქსირა.მას მხოლოდ სამი წამით ჩამორჩა კარლოს საინსი.

ჰოდა ისე გამოვიდა, რომ მეორე დღეს რეალური რბოლა პირველად ჩატარდა. და მასზე ყველაზე სწრაფი დებიუტანტი ლოები გამოდგა, ვინც საინსის მსგავსად, „პეჟოს“ ავტომობილით ასპარეზობს. ფრანგმა სტარტიდანვე კარგი ტემპი აკრიფა და პირველ ორ საკონტროლო პუნქტში საუკეთესო დრო ჰქონდა. უამინდობის გამო, მეორე დღის სპეცმონაკვეთის სიგრძე, 510-დან 387 კილომეტრამდე შემცირდა.

საბოლოოდ, რალის ლეგენდამ დსიტანცია 3 საათში, 45 წუთსა და 46 წამში გაიარა და 2 წუთით და 23 წამით აჯობა თანაგუნდელ თანამემამულეს, დაკარის ლეგენდა სტეფან პეტერანსელს. მეხუთე დრო ჰქონდა დაკარის კიდევ ერთ დებიუტანტს და WRC-ს ყოფილ პილოტს, ფინელ მიკო ჰირვონენს, ვინც „მინის“ ავტომობილით ასპარეზობს. დაკარის მოქმედი ჩემპიონი, ყატარელი ნასერ ალ ატია მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა. შუა გზაში ძრავი გაუჭირვეულდა საინსს, რომელმაც 15 წუთზე მეტი დაკარგა და ათეულს მიღმა დარჩა. თუმცა რბოლაში დაბრუნების შემდეგ, ესპანლმა ლოებთან ჩამორჩენის 11 წუთამდე შემცირება მაინც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092799