ავტოსპორტი

3:36 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტორო როსო“ გრძელბაზიან ბოლიდს ამზადებს

როგორც ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომი“ იუწყება, „ტორო როსო“ თავის ახალ ბოლიდს გრძელბაზიანს შეიმუშავებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ახალი სეზონიდან გუნდი „ფერარის“ ძრავებზე გადავა. STR11-ის წარდგენა თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი. მისი შემუშავებისას, ინჟინრებს ძირითადად არსებული შასის მოდიფიცირებაზე მუშაობა უწევთ.

მთავარი ამოცანა, რისი გადაწყვეტაც ინჟინრებს მოუწევთ, მანქანის კონსტრუქციაში, ახალი ძალური დანადგარისთვის და გადაცემათა კოლოფისთვის შესაბამისი ადგილის მონახვაა. მეტი ადგილი სჭირდება კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემას, რომელიც ძრავის უკან არის განლაგებული. ეს აეროდინამიკას არღვევს და დანაკარგების შესამცირებლად, ბაზის დაგრძელება გახდა საჭირო. იმავდროულად, უცვლელი დარჩება მანქანის ცხვირი.

„ტორო როსოს“ ახალი ბოლიდი ფაენცაში აშენებულ ახალ ბაზაზე შეიმუშავეს, მისი აეროდინამიკური დამუშავება კიმ ბიჩესტერში არსებულ მილში ჩატარდა, რომელიც იტალიურ გუნდს ეკუთვნის. ძველ ფაბრიკაში სიმულატორი დამონტაჟდა, რომელიც ადრე „რედ ბულს“ ეკუთვნოდა. ავსტრიულმა გუნდმა თავისთვის ახალი სიმულატორი შეუკვეთა.

STR11-ის ქრეშ ტესტები მილანში, ბოლატეს ბაზაზე ჩატარდება. ტესტები სავარაუდოდ, თებერვალში შესრულდება, რის შემდეგაც ბოლიდს ბარსელონას ტესტებისთვის მოამზადებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164096