სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:04 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჰერტამ” “ბაიერნის” ფეხბურთელი დაიმატა

ბერლინის “ჰერტამ” მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ფეხბურთელი სინან კურტი გაიფორმა. აღნიშნული ცნობა დედაქალაქური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის შემტევმა ახალ კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერის ღირებულება ნახევარი მილიონი ევროა.

კურტს “ბაიერნის” ძირითად გუნდში თამაში არ უწევდა, ხოლო სარეზერვო გუნდის რიგებში რეგიონლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.096269