საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ “გრაველინ-დიუნკერკიდან” ერთ-ერთ აუტსაიდერ “რუენში” გადასულმა გიორგი ცინცაძემ ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.
რუენელები “შოლეს” დაუხვდნენ და 80:90 წააგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 8 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 2 პასი მოაგროვა. ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში 17-17 ქულით საუკეთესონი რონ ლუისი და გერშონ იაბუსელე იყვნენ, “შოლეს” კი ამერიკელებმა – პრინსმა (19) და ჰოლოვეიმ (18) ულიდერეს.
“რუენს” 4 მოგება და 12 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-17 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 15 იანვარს, სტუმრად “ანტიბთან” გამართავს.







