ჩოგბურთი

19:07 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნესტორის მე-1000 გამარჯვება

43 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა დანიელ ნესტორმა წყვილთა თანრიგში მე-1000 შეხვედრა მოიგო, რაც აქამდე არც ერთ ჩოგბურთელს არ გაუკეთებია.

სიდნეის ტურნირის პირველ წრეში ნესტორ-მელოს დუეტმა ჩარდი-პაესის წყვილი 6:4, 6:4 დაამარცხა, სწორედ ეს შეხვედრა გამოდგა კანადელისთვის საიუბილეო მე-1000 გამარჯვება.

წყვილთა თანრიგში ნესტორის შემდეგ ყველაზე მეტი 970 გამარჯვება მაიკ ბრაიანს აქვს, ხოლო მესამე ადგილზე 956 გამარჯვებით ბობ ბრაიანია.

ნესტორს კარიერაში დიდი სლემის 8 ტურნირი და სულ 88 ტიტული აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.147706