ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტური მშვენიერი გამოდგა “ლესტერისთვის”, რომელმაც გასვლაზე “ტოტენჰემს” აჯობა. დანარჩენმა მოწინავე კლუბებმა კი ქულები დაკარგეს და “მელიები” “არსენალთან” ერთად კვლავ პრემიერლიგის თანალიდერები გახდნენ, ხოლო მე-3 ადგილოსან “მანჩესტერ სიტის” 3 ქულით გაუსწრეს.
ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან დაძაბული, საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. 25-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო. მასპინძლები რობერტო ფირმინომ ორჯერ დააწინაურა, თუმცა ჯერ აარონ რემსიმ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ოლივიე ჟირუმ. პირველ ტაიმში მეტი ბურთი აღარ გასულა.
მეორე ნახევარი სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო და 55-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ლამაზი გოლით საკუთარი გუნდი პირველად გააწინაურა. მასპინძლები გათანაბრებას ბევრს ეცადნენ და საწადელს 90-ე წუთზე მიაღწიეს: გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების დამსახურებაა, კრისტიან ბენტეკემ ჯო ალენს დაუგდო ბურთი, რომელმაც ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ლესტერმა”. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა “ტოტენჰემს” მათსავე მოედანზე სძლიეს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ “ლესტერის” ასეთი თამაში შემთხვევითობა არაა. “მელიებს” გამარჯვება 83-ე წუთზე რობერტ ჰუტიმ მოუპოვა, რომელმაც თავური დარტყმით შეძლო უგო ლორისის დამწუხრება – 0:1.
“ლესტერსა” და “არსენალს” 43-43 ქულა აქვთ და მე-3 ადგილოსან “სიტის” 3 ქულით უსწრებენ.
ზემოთ ნახსენები “მანჩესტერ სიტი” შინ “ევერტონს” დაუპირისპირდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხა. სერხიო აგუეროს, იაია ტურესა და ხესუს ნავასს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, თუმცა ტიმ ჰოვარდი შესანიშნავად თამაშობდა – 0:0.
მას შემდგომ, რაც “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი გახდა, ლონდონურ კლუბს არ წაუგია. თუმცა, ამ 4 მატჩიდან კლუბმა მხოლოდ 1 მოიგო და შესაბამისად, “არისტოკრატების” სატურნირო მდგომარეობა კვლავ მძიმეა. “ვესტ ბრომვიჩთან” გამართულ შეხვედრაში ლონდონელები 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება. პირველ ტაიმში აზპილიკუეტას გოლს გარდნერმა უპასუხა ზუსტი შორეული დარტყმით, ხოლო მეორე ნახევარში მაკოლის ავტოგოლს, 86-ე წუთზე მაკკლინის გათანაბრებელი ბურთი მოჰყვა – 2:2.
“სტოკ სიტიმ” შინ ერთი საათის განმალობაში 10-კაცით მოთამაშე “ნორვიჩი” დაჩაგრა, “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდს” სძლია, ხოლო “სანდერლენმა” გასვლაზე “სუონსის” აჯობა. “შავი კატებიდან” გამოსარჩევია ჯერმეინ დეფო, რომელმაც ახალგაზრდობა გაიხსენა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (1:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მიკელი, ფაბრეგასი (მატიჩი 78), ოსკარი, პედრო (კენედი 46), ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): მაიჰილი, მაკოლი, დოუსონი, ევანსი, ოლსონი, იაკობი (ბერაჰინო 60), დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, ბრანტი, მორისონი (გარდნერი 7), რონდონი (სესენიონი 67).
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0 აზპილიკუეტა (20), 1:1 გარდნერი (33), 2:1 მაკოლი (73 ს.კ.), 2:2 მაკკლინი (86)
გაფრთხილებები: კოშტა, კურტუა, აზპილიკუეტა – იაკობი, მაიჰილი, მაკკლინი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
მანჩესტერ სიტი – ევერტონი 0:0
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, დემიჩელისი, სანია, კლიში, ფერნანდო, ტურე, დე ბრუინი (სილვა 74), ნავასი, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, მორი, იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი, ბერი, ბარკლი, ბეშიჩი, ოსმანი (კონე 71), დეულოფეუ (პიენაარი 71), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გაფრთხილებები: ბეშიჩი
მსაჯი: როჯერ ისტი
საუთჰემპტონი – უოტფორდი 2:0 (1:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, ტარგეტი, სოარეში (იოშიდა 82), კლასი, რომეუ, მანე (ტადიჩი 71), ბერტრანი, ს.დევისი (პელე 81), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი (კეტკარტი 72), პრიოდლი, ჰოლებასი, ნიომი (იბარბო 68), კაპუ, უოტსონი, ხურადო, აბდი (ანია 61), იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლები: 1:0 ლონგი (17), 2:0 ტადიჩი (73)
გაფრთხილებები: სოარეში – პრიოდლი, დინი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
სტოკი – ნორვიჩი 3:1 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, აფელაი, კრკიჩი (ოდემვინგე 56), არნაუტოვიჩი (ვან გინკელი 76), უოლტერსი, ხოსელუ (კრაუჩი 83).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ბრედი, ტეტი, ო’ნილი, ოჯიჯა-ოფოე (რედმონდი 62), ჰულაჰანი (იარვისი 63), ჰაუსონი, მბოკანი (ჯერომი 75).
მწვრთნელი: ალექს ნილი
გოლები: 1:0 უოლტერსი (49), 1:1 ჰაუსონი (55), 2:1 ხოსელუ (67), 3:1 ბენეტი (78 ს.კ.)
გაფრთხილებები: ტეტი
გაძევება: ო’ნილი (31)
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
სუონსი – სანდერლენდი 2:4 (2:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კი, ბრიტონი (რანხელი 42), ბატოუ, რუტლიჯი (გომისი 77), სიგურდსონი, ა.აიუ (კორკი 91).
მწვრთნელი: ალან კურტისი
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე, ბრაუნი, ოში, ჯონსი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი (როდუელი 73), მ’ვილა, ა.ჯონსონი, ლენსი (უოტმორი 86), ბორინი (გრემი 83), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 0:1;2:3;2:4 დეფო (3;61;85), 1:1 სიგურდსონი (21 პენ.), 2:1 ა.აიუ (40), 2:2 ვან აანჰოლტი (49)
გაფრთხილებები: მანონე, ვან აანჰოლტი
გაძევება: ნოუტონი (37)
მსაჯი: გრემ სკოტი
ტოტენჰემი – ლესტერი 0:1 (0:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, უოლკერი, დაიერი (ონომა 90), კეროლი (სონი 82), ალი, ლამელა, ერიკსენი (დემბელე 71), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, დრინკვოთერი, კანტე, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (დაიერი 90), ვარდი (ულოა 71), ოკაზაკი (კინგი 77).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
გოლი: ჰუტი (83)
გაფრთხილებები: დაიერი
მსაჯი: ლი მეისონი
ლივერპული – არსენალი 3:3 (2:2)
ლივერპული, “ენფილდ როუდი”
ლივერპული (4-3-3): მინოლე, ტურე, სახო, კლაინი, მორენო, ჰენდერსონი, ჩანი (ალენი 82), მილნერი (ბენტეკე 66), ლალანა (კოლკერი 88), აიბი, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, რემსი, ფლამინი, ოზილი (არტეტა 87), კემპბელი (ჩემბერლენი 75), უოლკოტი (გიბსი 76), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0;2:1 ფირმინო (10;19), 1:1 რემსი (14), 2:2;2:3 ჟირუ (25;55), 3:3 ალენი (90)
გაფრთხილებები: ფირმინო, კლაინი
მსაჯი: მაიკ ჯონსი









