ლონდონის "არსენალის" ფლეიმეიქერი მესუთ ოზილი გულშემატკივრებმა გერმანიის ნაკრების 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის ფეხბურთელმა გამოკითხვაში მხარდამჭერთა ხმების 45.9% (51000 ხმა) მიიღო. გამოკითხვაში მეორე ადგილზე თომას მიულერი გავიდა, ხოლო მესამეზე - იონას ჰექტორი.
გასულ წელს ოზილმა გერმანიის ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და თავი 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მესუთმა ჯამში 92.17 კილომეტრი გაირბინა.
ოზილი გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეოთხედ მოიპოვა. მესუთმა 2011, 2012, 2013 წლებში გაიმარჯვა, ხოლო 2014 წელს საუკეთესო ფეხბურთელი ტონი კროოსი გახდა.







