ფეხბურთი

19:09 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 17-წლამდელებმა მოლდოვას 5:4 სძლიეს

მინსკში დაიწყო 17-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფში ქართველთა მეტოქეები მოლდოვა, ფინეთი და უკრაინა არიან. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები პირველ ტურში მოლდოვას შეხვდნენ და 5:4 იმარჯვეს.

ქართველთაგან დუბლი შეასრულა გიორგი ჩაკვეტაძემ ("დინამო"), თითო გოლი გაიტანეს სანდრო ანდრონიკაშვილმა (35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძემ და ლუკა სილაგაძემ (ორივე - "დინამო")

ქართველები 19 იანვარს ფინეთს შეხვდებიან, ხოლო 21-ში - უკრაინას.

ცნობისთვის, ეს მაისურაძის დებიუტი იყო 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც მარტში თბილისში ელის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი, სადაც მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088365