ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მა ლიგა 1-ის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორი მოთამაშე “ბორდოდანაა” წარდგენილი, რომელმაც შინ “ლილი” დაამარცხა (1:0).
21-ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: სტეფან რუფიე (“სენტ-ეტიენი”);
 მცველები: იუსუფ სებალი (“ნანტი”), ფრედერიკ გილბერტი, დიეგო კონტენტო (ორივე “ბორდო”), მარკინიოსი (“პარის სენ-ჟერმენი”);
 ნახევარმცველები: რომან საისი (“ანჟერი”), ბოუნა სარი (“მარსელი”), ნიკოლას ბენეზეტი (“გენგამი”), ჰატემ ბენ არფა (“ნიცა”), ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”);
 თავდამსხმელი: ნიკოლას დე პრევილი ("რეიმსი“).
 მწვრთნელი: ფელიპე მონტანიე (“რენი”)
 მსაჯი: კლემენ ტურპინი (“სენტ-ეტიენი” – “ლიონი”)
 საუკეთესო გუნდი: მარსელი










