ინგლისური “არსენალის” და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ჯერმეინ პენანტი კარიერას სინგაპურში განაგრძობს. აღნიშნული ცნობა ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
33 წლის ვინგერი “ტამპინს როვერსში” ჩაირიცხა და ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ის თვეში 40 000 დოლარს მიიღებს, რითაც სინგაპურის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება. ჯერმეინი ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
პენანტი ბოლოს “უიგანში” ირიცხებოდა, ხოლო 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახლდათ.







