ფეხბურთი

12:19 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა თვეზე მეტს გამოტოვებს

ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველ ლეგიონერ დავით ხოჭოლავას ლაზარეთში ყოფნა თვენახევრის განმავლობაში მოუწევს. როგორც ოდესური გუნდის ექიმმა “ჩერნომორეცის” ვებგვერდს განუცხადა, ხოჭოლავა, რომელსაც წინასწარი ვარაუდით ვარჯიში იანვარში უნდა განეახლებინა, მინიფეხბურთის თამაშისას ხელმეორედ დაშავდა.

“სამედიცინო შემოწმებებმა სამი დღე გასტანა, რაც ლოგიკურია. ზოგი ფეხბურთელის შესახებ პოზიტიური შედეგები მივიღეთ, ზოგზე კი, უარყოფითი. როგორც იცით, დავით ხოჭოლავა ჯერ კიდევ გასული წლის 14 ნოემბერს, რუმინულ “დაჩიასთან” ამხანაგური მატჩისას დაშავდა და მას იანვარში ვარჯიში უნდა დაეწყო, მაგრამ მინიფეხბურთის თამაშიშას მარჯვენა ფეხი ისევ დაიზიანა და ახლა მის აღდგენით პროცესს თვენახევრამდე დასჭირდება”, - თქვა უკრაინული გუნდის მედიკოსმა.

22 წლის დავით ხოჭოლავა “ჩერნომორეცში” გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი ადვილად მოიკიდა. უკრაინის ჩემპიონატში დავითმა 12 თამაშის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლი გაიტანა (“დნიპროს” კარში), სანამ ხსენებულ ტრავმას მიიღებდა. ბოლოს მან 7 ნომბერს, დონეცკის “ოლიმპიკთან” მატჩში ითამაშა. შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერლიგა ზუსტად თვენახევრის შემდეგ, 5 მარტს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094315