ფეხბურთი

22:16 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას საგოლე პასი, ქეცბაიას მოგება

საფრანგეთის ლიგა1-ში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” შინ 1:1 ითამაშა “სენტ ეტიენთან” და ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. რეიმსელები აგებდნენ და 89-ე წუთზე აისა მანდიმ გაათანაბრა, საგოლე პასის კი კანკავამ გააკეთა.

თურქეთის სუპერლიგის ტურმა თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე ჩაიარა. “ესქიშეჰირსფორმა” გასვლაზე 2:1 მოუგო “სივასფორს” და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა. ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.

ნიკა ძალამიძე კი “რიზესფორის” განაცხადში არ ყოფილა, რადგან ტრავმა აქვს. ძალამიძის გუნდმა გასვლაზე 1:2 წააგო “ფენერბახჩესთან”.

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა სტუმრად 1:0 აჯობა ლიმასოლის აელ-ს და მესამე ადგილზეა. ქეცბაიას გუნდმა, როგორც ჩანს, ცუდი პერიოდი გადალახა და ბოლო თამაშებს იგებს.

გიორგი პაპუნაშვილი პირველი ბუნდესლიგის მატჩის (“ვერდერი”_”შალკე”) განაცხადში არ ყოფილა, სამაგიეროდ, ბრემენელთა 23-წლამდელებში ითამაშა. პაპუნაშვილმა 80 წუთი დაჰყო მინდორზე - “ვერდერის” 23-წლამდელებმა “ჰოლსტენ კილს” 2:1 მოუგეს. გიორგი ძირითად გუნდში ვარჯიშს გააგრძელებს და ვნახოთ, როდის შედგება მისი დებიუტი პირველ ბუნდესლიგაში.

ესპანეთში კვლავ გადაიდო გიორგი აბურჯანიას დებიუტი. 20 წლის ქართველი ნახევარმცველი “ალბასეტე”-“ხიმნასტიკის” მატჩისას (1:1) სათადარიგო იყო. “ხიმნასტიკი” მეექვსე ადგილზეა და პრიმერა დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166393