ფეხბურთი

15:50 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “ესპანეთის ნაკრებიდან ჩემი წასვლა ყველასთვის კარგი იქნება”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “ფურია როხას” დატოვებს.

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩემი წასვლა ყველასთვის კარგი იქნება. ვისურვებდი კიდევ ვედგე სათავეში ნაკრებს, თუმცა 8 წელი უკვე დიდი დროა.” – ციტირებს ესპანელის სიტყვებს Marca.

დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2008 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს და მისი თაოსნობით გუნდმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2012 წელს – ევროპის ჩემპიონატი.

0.181199