“ბრიუგეს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოსკარ დუარტე “ესპანიოლში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია “თუთიყუშების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
26 წლის ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. როგორც ცნობილია, ტრანსფერის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.
დუარტემ მიმდინარე სეზონში “ბრიუგეს” მაისური 21-ჯერ მოირგო და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.





