ბულგარეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი იველინ პოპოვი ბულგარეთის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გასული სეზონი პოპოვმა “ყუბანში” დაასრულა და 2015 წლის ზაფხულში “სპარტაკმა” ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ იყიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გასულ წელს პოპოვმა ბულგარეთის ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.







