სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:06 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალია იგუაინისია - "იუვეს" პირადი რეკორდი

იტალიის სერია A-ს XXIII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა. მოწინავე ექვსეულის ყველა წარმომადგენელმა თავიანთი თამაშები მოიგო და შეიძლება ითქვას, საბოლოოდ გამოიკვეთა ის 6 კლუბი, რომელიც შემოდგომიდან იტალიას ევროტურნირებზე წარადგენს.

“ნაპოლი” ქულებს აღარ კარგავს. მაურიციო სარის შეგირდებმა მიჯრით ექვსი თამაშის მოგება მოახერხეს. ნეაპოლიტანელებმა ამჯერზე რომში, “ლაციოს” დაუბრკოლებლად აჯობეს – 2:0. ყველაფერი პირველი ტაიმის სამწუთიან ინტერვალში გადაწყდა, როცა გონსლაო იგუაინმა და ხოსე კალეხონმა ფედერიკო მარკეტის კარის ორჯერ დალაშქრეს. საერთოდ, არგენტინელმა ფორვარდმა უკვე გოლი რომ არ გაიტანოს, სენსაციად ჩაითვლება. თავად განსაჯეთ, გონსალოს 23 თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ინტრიგა ნაადრევად მოუკლა. აღსანიშნავია, რომ თამაში 3 წუთით შეწყდა, რადგან მასპინძელმა ქომაგემბა რასისტული გამოხტომები გამოამჟღავნეს “ნაპოლის” მცველ კულიბალის მიმართ, თუმცა მერე მდგომარეობა ჩაწყნარდა და შეხვედრაც გაგრძელდა.

მოიგო “ნაპოლის” მთავარმა მდევარმა ტურინის “იუვენტუსმა”, რომელმაც “ჯენოას” მართალია, მძიმედ, მაგრამ მაინც აჯობა – 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 30-ე წუთზე გავიდა, როცა ხუან კუადრადოს გარღვევას სებასტიან დე მაიოს ავტოგოლი მოჰყვა. “იუვეს” გამარჯვება ძვირად დაუჯდა – პატრის ევრა და მარტინ კასერესი დაუშავდა და თუ ევრას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ დასადგენია, ურუგვაელი მცველისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. მარტინი მიმდინარე სეზონში მოედანზ ეგასვლას ვერ შეძლებს. რაც მთავარია, “ბებერმა ქალბატონმა” ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე “იუვეს” რეკორდი 2013-2014 წლების სეზონში დაემყარებინა – მაშინ ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა გუნდა მიჯრით 12-ჯერ იმარჯვა. იტალიის ჩემპიონატის რეკორდი კი რობერტო მანჩინის მილანის “ინტერს” ეკუთვნის – “ნერაძურიმ” 2006-2007 წლების სეზონში სამი ქულა მიჯრით 17 მატჩში მოიპოვა.

“იუვესი” არ იყოს, სამი ქულის მოპოვება მილანის “ინტერსაც” გაუძნელდა. რობერტო მანჩინის ბიჭებმა ვერონას “კიევოს” მაურო იკარდის მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლით მოუგეს, არადა, “ინტერნაციონალეს” დიდი უპირატესობა ჰქონდა და დამაგვრიგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, სოლიდური ანგარიშითაც მოიგებდა. და მაინც, “ინტერისთვის” აღნიშნულ სამ ქულას ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა და შესაბამისად ქარს გატანებულ მომენტებზე ყურადღების გამახვილება ამ ჯერზე არ ივარგებს.

კარგი დროება უდგას “მილანს”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა როგორც ჩანს, თავისი თამაში საბოლოოდ იპოვა და შესაბამისად სატურნირო ცხრილზეც აისახა. “როსონერიმ” კერკეტ კაკალ “პალერმოს” სიცილიაზე ცალი ფეხით აჯობა. ლომბარდიული გრანდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ყველაფერი პირველ ნახევარში გადაწყვიტა – კარლოს ბაკამ ისევ გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი მბიაიე ნიანგის ანგარიშზეა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. სეზონის მსვლელობისას მიხაილოვიჩს კრიტიკოსები არ აკლდა, მაგრამ ახლა სიტუაცია ასეთია: “მილანი” კოპა იტალიის ფინალში თითქმის გასულია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

სხვაობა შეიძლებოდა ნაკლები ყოფილიყო, რომ არა ფლორენციის “ფიორენტინას” არგენტინელი ახალწვეული მაურო სარატე, რომელმაც “იებს” დებიუტანტ “კარპისთან” მატჩში 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა – 2:1. მანამდე “ვიოლა” ესპანელმა ბორხა ვალერომ უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა, თუმცა სტუმარმა ლასანიამ მეორე ტაიმის შუაწელს გაათანაბრა. რაც ბოლოში მოხდა, უკვე გითხარით...

XXIII ტურში კიდევ ერთი გამოსარჩევი რამ მოხდა – სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა “ჰელას ვერონამ”. ლუიჯი დელ ნერის შეგირდებმა ბერგამოს “ატალანტას” ჯამპოლო პაცინის თამაშის მიწურულს გატანილი გოლით აჯობეს და ასე ნანატრი 3 ქულა ირგუნეს.

“ფროზინონე” – “ბოლონია” 1:0 (0:0)

ფროზინონე, “სტადიო მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; დ. ჩიოფანი, ბლანჩარდი, აჯეტი (რუსო 11), პავლოვიჩი (კრიველო 68); გორი, სამარკო, ჩიბსა (დიონისი 57), სოდიმო; დ. ჩიოფანი, ტონევი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი, როსეტინი, ოიკონომუ, მორლეო; ტაიდერი (ბრიენცა 81), დიავარა, ბრიგი; რიცო (ჯაკერინი 59), ფლოკარი, მუნირი (მბიაიე 68)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 დიონისი (77)

გაფრთხილება: ბლანჩარდი (29), რუსო (35) – დიავარა (9), ტაიდერი (22), ოიკონომუ (36, 65), ფერარი (45), როსეტინი (76)

გაძევება: ოიკონომუ (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ემპოლი” – “უდინეზე” 1:1 (0:1)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კამპორეზე (ბიტანტე 71), მარიო რუი; კროჩე, პარედესი, ზიელინსკი; საპონარა (მჭედლიძე 80); პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ფელიპე, ჰეტრო, პირისი; ვიდმერი, ბრუნო ფერნანდესი (ბადუ 58), ლოდი (კუჟმანოვიჩი 69), ჰალფრედსონი, ალი ადნანი; მატოსი (ტერო 78), ძაპატა

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 0:1 ძაპატა (23), 1:1 პუჩიარელი (90)

გამოუყენებელი პენალტი: საპონარა (67)

გაფრთხილება: კროჩე (59), მჭედლიძე (81), პარედესი (89) - ძაპატა (16), ბრუნო ფერნანდესი (50), ბადუ (71), ვიდმერი (82), კუჟამნოვიჩი (85), ჰალფრედსონი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ეუჯენიო აბატისტა

“ფიორენტინა” – “კარპი” 2:1 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასსტორი; ბლაშჩიკოვკსი, ბორახ ვალერო, ვესინო, მატი ფერნანდესი; ტელო (ბერნარდესკი 61), ილიჩიჩი (სარატე 77); კალინიჩი (ბაბაკარი 86)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“კარპი” (3-5-2): ბელეკი; გალიოლო, პოლი, საუგერი; ლეტიცია, კრიმი (დი გაუდიო 71), კოფიე (ბიანკო 54), პაშიუტი, ლოლო; მანკოსუ (ლასანია 63), მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლები: 1:0 ბორხა ვალერო (2), 1:1 ლასანია (73), 2:1 სარატე (90)

გაფრთხილება: ბლაშჩიკოვსკი (38), ვესინო (58), ტატარუშანუ (61), კალინიჩი (82), ბაბაკარი (90) – საუგერი (42), გალიოლო (45), ლოლო (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 3:10

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ვერონა” – “ატალანტა” 2:1 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ალბერტაცი (ჟილბერტო 68); ვსჟოლეკი, მარონე, იონიტა (გომესი 78), სილიგარდი (ემანუელსონი 46); ტონი, პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ატალანტა” (3-4-3): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, კერუბინი; კონტი (რაიმონდი 68), დე რუნი, მილიაჩო, დრამე; გომესი (ბრივიო 77), ბორიელო (პინილია 82), დიამანტი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 0:1 კონტი (30), 1:1 სილიგარდი (42), 2:1 პაცინი (83)

გაფრთხილება: ალბერტაცი (15), იონიტა (45) – დრამე (20, 55), დე რუნი (43), მილიაჩო (83), პინილია (90)

გაძევება: დრამე (55)

სტატისტიკა კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 10 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:7

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ინტერი” – “კიევო” 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 31 494

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მირანდა, მურილო, ტელეში; კონდოგბია, მედელი, ბროჟოვიჩი (ფელიპე მელო 84); პალასიო (ჟუან ჟესუსი 77), იკარდი, ედერი (ლიაიჩი 84)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“კიევო” (4-3-1-2): სეკულინი; ფრეი, სპოლი, ცეზარი, გობი; რიგონი, პინცი (კასტრო 58), რადოვანოვიჩი (კოსტა 82); ბირსა (მპოკუ 72); პელისიერი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 იკარდი (48)

გაფრთხილება: ედერი (52), მირანდა (59), ნაგატომო (74) – რიგონი (5), პელისიერი (30), სპოლი (70), ინგლეზე (72), კასტრო (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 1 (0) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: პაოლო ვალერი

“იუვენტუსი” – “ჯენოა” 1:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი (რუგანი 63), ბონუჩი, ბარძალი; კუადრადო, პადოინი, მარკიზიო, პოგბა, ევრა (ალექს სანდრო 41); მორატა (ძაძა 54), დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, მუნიოსი; ანსალდი, რიგონი, დზემაილი (მატავცი 81), გაბრილ სილვა; ჩერჩი (სუსო 54), პავოლეტი, ნტჩამი (კაპელი 58)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 დე მაიო (30, ა.გ)

გაფრთხილება: ბონუჩი (39) – მუნიოსი (34), კაპელი (64), რიგონი (73)

გაძევება: ძაძა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: კარმინე რუსო

“ლაციო” – “ნაპოლი” 0:2 (0:2)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 28 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, მაურისიო, კონკო; პაროლო, ონაზი, ლულიჩი; ანდერსონი (ჯორჯევიჩი 87), კლოზე (მაური 70), კანდრევა (კეიტა 39)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, სტრინიჩი; ჟორჟინიო, დავიდ ლოპესი, ჰამშიკი (ჩალობაჰი 89); კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 71), ინსინიე (მერტენსი 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 იგუაინი (24), 0:2 კალეხონი (27)

გაფრთხილება: ლულიჩი (38), ჰოედტი (56), მაურისიო (73), კეიტა (90) – კულიბალი (87), ჟორჟინიო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (0) – 7 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“პალერმო” – “მილანი” 0:2 (0:2)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 18 000

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; სტრუნა (მორგანელა 46), გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, ჩოჩევი, იაიალო; ვასკესი, ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 58), ქუაისონი (ტრაიკოვსკი 46)

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ძაპატა, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო (ბერტოლაჩი 56), კუცკა, ბონავენტურა; ნიანგი (ბალოტელი 75), ბაკა (პოლი 84)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ბაკა (19), 0:2 ნიანგი (33, პენ)

გაფრთხილება: გოლდანიგა (43), იაიალო (50), ვასკესი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (12) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“სამპდორია” – “ტორინო” 2:2 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 22 000

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; მოისანდერი, რანოკია, კასანი; დოდო, პალომბო, სორიანო, სალა (დიაკიტე 25, ლაზაროსი 46); კორეა (კვალიარელა 79), ივანი; მურიელი

მწვრთნელი: ვინცენცო მონტელა

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, აკქუა (ბაზელი 46), გაცი, ბენასი (მაქსი ლოპესი 71), გასტონ სილვა; მარტინესი (იმმობილე 63), ბელოტი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 მურიელი (66), 1:1 ბელოტი (71), 2:1 სორიანო (84), 2:2 ბელოტი (90)

გაფრთხილება: კორეა (45), დიაკიტე (45), რანოკია (77) – გაცი (31), გლიკი (49), ბაზელი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 12 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099538