"მანჩესტერ იუნაიტედის" იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი უეინ რუნი გახდა. როგორც "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გულშემატკივართა გამოკითხვაში ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გაიმარჯვა.
გასულ თვეში მანჩესტერელთა კაპიტანმა პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში რუნიმ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.





