ფეხბურთი

19:30 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამომ” პოლონეთის “იაგელონიას” მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” ამხანაგურ მატჩში 1:0 სძლია პოლონეთის “იაგელონიას”. ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე არჩილ ტვილდიანმა გაიტანა: სერბი ნიკოლა კომაზეცის პასის შემდეგ, პოლონელთა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილ გუნდს მანამდეც ჰქონდა მომენტები. გიორგი ქავთარაძემ ძელს მოარტყა ბურთი, გიორგი ბერიაშვილსა და ნიკოლა კომაზეცსაც შეეძლოთ გატანა.

"დინამო" (ბათუმი) – “იაგელონია” (ბიალისტოკი) 1:0 (0:0)

დინამო (ბათუმი): ალავიძე, ტვილდიანი, მგელაძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი (ქორიძე 46), შონია, გიორგი კაშია (თევდორაძე 67), ქავთარაძე, ფონიავა, ბერიაშვილი, კომაზეცი

იაგელონია: დრაგოვსკი, შიროკი, ტარასოვსი (მადერა 46), ტომელინი, ტომაშიკი (ვასილიუკი 78), რომანჩუკი (გრჟიბი 70), გორალსკი (შიმონოვიჩი 84), ფრანკოვსკი, ვასილიევი, მაცკიევიჩი (გრჯელაკი 55), ჩერნიხი (ალვარინიო 78)

გოლი: 1:0 ტვილდიანი (88)

“იაგელონია” პოლონეტის ექსტრაკლასას წინა სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი მერვე ადგილზეა. “იაგელონიას” ახალგაზრდულ გუნდში ორი ქართველია: მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და მცველი ლუკა ასათიანი. ორივენი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097115