სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:38 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდებით საჩემპიონო თამაშამდე (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XIV ტურის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილები არ მოხდარა, თუმცა სიტუაცია, როგორც საჩემპიონო, ისე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა შორის დაიძაბა.

ლიდერმა “ნაპოლიმ” ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო და თავის ისტორიაში ასეთი რამ პირველად გააკეთა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა დიეგო არმანდო მარადონას დროინდელი გუნდის შვიდმატჩიანი სერია გააუმჯობესა. მაურიციო სარის გუნდს დებიუტანტ “კარპისთან” მოგება გაუძნელდა, მაგრამ თამაშს ეტყობოდა, რომ გოლის გატანა მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა – გონსალო იგუაინმა პენალტი ზუსტად დაარტყა. “პიპიტას” 24 თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი... სიტყვები ზედმეტია... ისე, მანამდე ხოსე კალეხონს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს – ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა შეცდა. “ნაპოლიმ” ლიდერობა შეინარჩუნდა და მომდევნო ტური ბევრ რამეს გაარკვევს, ტურინში “იუვენტუსი” “ნაპოლის” მატჩია...

მოგება “იუვენტუსსაც” გაუჭირდა. კონკურენტისა არ იყოს, “იუვეც” დებიუტანტს ხვდებოდა და უდიდეს უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ გოლმა დააგვიანა. 75-ე წუთზე ალექს სანდროს გადაცემა ხუან კუადრადომ გამოიყენა და ერთობ მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო. მსაჯის კომპესირებულ დროში კი ალვარო მორატას კარგი მოქმედება პაულო დიბალამ მოხდენილი გოლით დაუფასა. თუ “ნაპოლიმ” პირადი რეკორდი დაამხო, “ბებერმა ქალბატონმა” გააუმჯობესა – “იუვემ” ზედიზედ მეთოთხმეტედ იმარჯვა და ახლა “ინტერის” აბსოლუტურ რეკორდამდე სამმი მოგებაღა აშორებს...

მიჯრით მესამე თამაშია გამარჯვებული გამოდის დედაქალაქური “რომა”. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ტურის დასკვნით შეხვედრაში გენუის “სამპდორიას” 2:1 მოუგო. რომაელთა რიგებში სადებიუტო გოლით დიეგო პეროტი გამოირჩა. საერთოდ, “რომას” ზამთრის ვაჭრობა ჯერჯერობით წარმატებული გამოუვიდა, რადგან პეროტიცა და სეტფან ელ შაარავიც შეტევის ლიდერებად იქცნენ.

“მილანს” კარგი შანსი ჰქონდა სამეულს დაახლოვებოდა, მაგრამ შინ “უდინეზესთან” ორი ქულა ქარს გაატანა. “როსონერი” დიდი უპირატესობას ფლობდა და მოგებასაც იმსახურებდა, თუმცა არ გაუმართლა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა საერთოდ წააგეს. მე-17 წუთზე 16 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ იფრინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ მცველებს ჩაეძინათ და პაბლო არმერომ ყოფილი გუნდის კარი მაინც აიღო. “მილანმა” მეორე ტაიმის სატრზევე გაათანაბრა და მერე საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა – 1:1.

ისევ ცუდი თამაში აჩვენა მილანის “ინტერმა”. რობერტო მანჩინის გუნდი ღრმა აუტსაიდერ “ვერონასთან” მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა. მართალია, “ნერაძური” მე-8 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ უკვე 10 წუთის შემდეგ აგებდა. მერე “ჰელსმა” მესამეც გაიტანა და თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, მაგრამ მაურო იკარდიმ და ივან პერიშიჩმა “ინტერნაციონალეს” ქულა გადაურჩინეს – 3:3.

“ვერონა” – “ინტერი” 3:3 (2:1) (მიმოხილვა)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ალბერტაცი; ვსჟოლეკი (რომულო 81), მარონე, იონიტა, ფარესი (ჟილბერტო 61); ტონი (გომესი 69), პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ალექს ტელეში (ბიაბიანი 83); კონდოგბია, ფელიპე მელო (პერიშიჩი 46), ბროჟოვიჩი; პალასიო, იკარდი, ედერი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 მურილო (8), 1:1 ჰელანდერი (13), 2:1 პიზანო (16), 3:1 იონიტა (57), 3:2 იკარდი (61), 3:3 პერიშიჩი (78)

გაფრთხილება: ვსჟოლეკი (36), ფარესი (60), მარონე (83) – ფელიპე მელო (31), ალექს ტელეში (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 29%-71% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“მილანი” – “უდინეზე” 1:1 (0:1) (მიმოხილვა)

მილნი, “სან სირო”

მაყურებელი: 27 656

“მილანი” (4-4-2): დონარუმა, აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, ბერტოლაჩი, მონტოლივო, კუცკა (ბალოტელი 46); ნიანგი (ბოატენგი 62), ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ფელიპე, დანილო, ვაგუე; ედენილსონი, ბადუ, ლოდი (გილერმე 64), კუჟმანოვიჩი, არმერო (ვიდმერი 74); ტერო, მატოსი (ძაპატა 66)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 0:1 არმერო (17), 1:1 ნიანგი (48)

გაფრთხილება: მონტოლივო (35) – ბადუ (27), ლოდი (62), ედენილსონი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 6 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ფროზინონე” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, გორი (სოდიმო 81), კრიველო; ტონევი, რუსო, ჩიბსა (ფრარა 72), სამარკო; დ. ჩიოფანი (ლონგო 86), დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (რუგანი 77); კუადრადო, სტურარო (პერეირა 66), მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა, მორატა (ფავალი 90)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 კუადრადო (74), 0:2 დიბალა (90)

გაფრთხილება: კრიველო (53), სამარკო (77), სოდიმო (90) – მორატა (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 21 (11) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დავიდე მასა

“ნაპოლი” – “კარპი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 37 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ვალდიფიორი, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 62), იგუაინი (გაბიადინი 82), ინსინიე (ელ კადური 84)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“კარპი” (4-4-2): ბელეკი; საბელი, რომანიოლი, პოლი (დაპრელა 60), ლეტიცია; კრიმი, პაშიუტი (ძაკარდო 13), ბიანკო, მარტინო; მანკოსუ (ვერდი 79), ლასანია

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლი: 1:0 იგუაინი (69, პენ)

გაფრთხილება: ალბიოლი (44) – კრიმი (36), ბიანკო (45, 57), პოლი (52), მარტინო (54), რომანიოლი (89)

გაძევება: ბიანკო (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 2 (0) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სასუოლო” – “პალერმო” 2:2 (1:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 7 500

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო (გაცოლა 46), ანტეი, აჩერბი, პელუზო; მისიროლი (სანსონე 81), მანიანელი, პელეგრინი (დანკანი 62); ბერარდი, ფალჩინელი, დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; მორგანელა, გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი (კრისტანტე 90), ბრუგმანი, ჩოჩევი; ვასკესი, ჯურჯევიჩი (რისპოლი 81), ტრაიკოვსკი (ქუაისონი 73)

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

გოლები: 0:1 ვასკესი (30), 1:1 დეფრელი (45), 2:1 მისიროლი (50), 2:2 ჯურჯევიჩი (53)

გაფრთხილება: ანტეი (45), პელეგრინი (55), გაცოლა (73) – ლაზაარი (40, 75)

გაძევება: ლაზაარი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 5 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ტორინო” – “კიევო” 1:2 (1:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი (ვივესი 72), გაცი, ობი (ფარნერუდი 57), აველარი; ბელოტი (მაქსი ლოპესი 60), იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“კიევო” (4-3-1-2): სეკულინი; ფრეი, ცეზარი, დაინელი (სპოლი 46), გობი; პინცი, რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა (კოსტა 80); ინგლეზე, მპოკუ (ფლორო ფლორესი 62)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ბენასი (19), 1:1 ბრუნო პერესი (34, ა.გ), 1:2 ბირსა (72, პენ)

გაფრთხილება: იმმობილე (25), ბენასი (45), გაცი (87) – გობი (11), დაინელი (28), ფლორო ფლორესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “ემპოლი” 0:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 15 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, ტოლოი, მაზიელო, ბრივიო; ფრეულერი, დე რუნი, კურტიჩი; გომესი (დ’ალესანდრო 72), პინილია (ბორიელო 60), დიამანტი (გაკპე 81)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ძამბელი 64), ტონელი, არიაუდო, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა (მჭედლიძე 85); მაკარონე (ლივაია 72), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გაფრთხილება: დე რუნი (42), დიამანტი (69), დ’ალესანდრო (77) – ბუჩელი (13), ტონელი (57), ლაურინი (59), ლივაია (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“რომა” – “სამპდორია” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი (ჯეკო 66), მანოლასი, რუდიგერი, ძუკანოვიჩი (დინიე 46); პიანიჩი, კეიტა, ფლორენცი; პეროტი, ელ შაარავი (იაგო ფალკე 86), სალაჰი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, სილვესტრე; დოდო, ბარეტო (ალვარესი 71), ფერნანდო, კორეა (კასანო 77); ივანი, სორიანო; მურიელი (კვალიარელა 56)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ფლორენცი (45), 2:0 პეროტი (50), 2:1 პიანიჩი (57, ა.გ)

გაფრთხილება: ძუკანოვიჩი (34), კეიტა (61) – ბარეტო (11), კორეა (38), რანოკია (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დომენიკო ჩელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171583