იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივართა შორის ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და XXIV ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ტიფოზების შერჩეულ საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსიდან” მოხვდა: ალექს სანდრო, ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო და პაულო დიბალა.
მთლიანად კი, განვლილი ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”)
მცველები: პაბლო არმერო (“უდინეზე”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: ხუან კუადრადო (“იუვენტუსი”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”)
თავდამსხმელები: დიეგო პეროტი (“რომა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)





