კალათბურთი

19:36 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა პოლ პირსს გადაასწრო

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის პოლ პირსს გადააასწრო და მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.

“მეფემ” “ლეიკერსთან” (120:111) მოგებულ შეხვედრაში 29 ქულა ჩააგდო და სულ ნბა-ს რეგულარულ სეზონებში 26 188 ქულა დაუგროვდა, ხოლო პოლ პირსს 26 172 ქულა აქვს.

ლებრონის მორიგი სამიზნე ტიმ დანკანის 26 307 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102337