ფეხბურთი

22:59 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ესპანიოლში” გალსას შემცვლელებს განიხილავენ

“ესპანიოლის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის კონსტანტინ გალსას დათხოვნა გადაწყვიტა – იუწყება პორტალი Football Espana.

43 წლის რუმინელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბს 2015 წლის 14 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ “თუთიყუშებმა” 11 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 7 წააგეს, ხოლო ორ-ორ შეხვედრაში იმარჯვეს და ფრედ ითამაშეს.

“ესპანიოლმა” უკანასკნელი ორი ტური სამარცხვინოდ ჩაატარა: ჯერ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაუშვა 6 უპასუხო გოლი “რეალთან”, ხოლო გასულ მატჩში შინ “სოსიედადისგან” 0:5 დამარცხდა. კატალონიელები მე-17 პოზიციამდე დაქვეითდნენ და გასავარდნ ზონას 1 ქულითღა უსწრებენ.

შაბათს “ესპანიოლი” გასვლაზე ასევე კრიზისში მყოფ “ვალენსიას” დაუპირისპირდება და თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით გალსას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

მის შესაძლო შემცვლელად, სამი მწვრთნელი სახელდება. თანამდებობაზე დანიშნის ყველაზე დიდი შანსი გამოცდილ სპეციალისტს ხოსე ანტონიო კამაჩოს აქვს, რომელიც “ესპანიოლს” 1994-1996 და 1997-1998 წლებში წვრთნიდა.

მის შემდეგ ყველაზე მეტი ამჟამად უმუშევრად მყოფ ხოაკინ კაპაროსს აქვს, ხოლო მესამე კანდიდატურად ლუის პლანაგუმა სახელდება, რომელიც “თუთიყუშების” მეორე გუნდს უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088127