ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ხალიდ ბულარუზმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.
“ინდოეთიდან და იტალიიდან რამოდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა კარიერის დასრულება გადავწყვიტე.” – ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს voetbal international-ი.
კარიერის განმავლობაში ბულარუზი “ვალვაიკის”, “ჰამბურგის”, “ჩელსის”, “სევილიას”, “შტუტგარტის”, “სპორტინგის”, “ბრონდბიუს” და “ფეინოორდის” ღირსებას იცავდა. “ნარინჯისფერთა” მაისურით ხალიდი მოედანზე 35 მატჩში გამოჩნდა. 2010 წელს ბულარუზმა ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.







