ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “ატელტიკოს” მცველმა დიეგო გოდინმა ვარჯიში განაახლა. ინფორმაციას “როხიბლანკოსის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სამხრეთამერიკელმა ტრავმა “ბარსელონასთან” გამართულ პრიმერადივიზიონის 22-ე ტურის მატჩში მიიღო. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი 14 თებერვალს “ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში გოდინმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





