კამერუნის ეროვნული ნაკრების მეკარემ კარლოს კამენიმ “მალაგასთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კამენი “მალაგას” 2012 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 81 შევხედრაში 99 გოლი გაუშვა. წლების განმავლობაში კარლოსი “ლე ავრის”, “სენტ-ეტიენის” და “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა.





