გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ “პარი ლევალუასთან” 78:93 წააგო და 5 მოგებით და 15 მარცხით მე-17 ადგილზე დარჩა, რაც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის წინაპირობაა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ცინცაძემ 2 სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“რუენს” მომდევნო შეხვედრა 26 თებერვალს, ისევ შინ, ცხრილის შუაგულში მყოფ “ვილერბანთან” ელის.







