ფეხბურთი

2:28 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა=სკუდეტო - "იუვე" გალიდერდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXV ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს – ტურინის “იუვენტუსი”. იტალიის მოქმედი ჩემპიონი კალჩოს სატურნირო ცხრილის რაც უნდა გასაკვირი იყოს, სათავეში პირველად ჩაუდგა.

“იუვენტუსი” – “ნაპოლის” აფიშა საჩემპიონო იყო. თამაშამდე გუნდების დიდებული სერიით მოვიდნენ: “ბებერ ქალბატონს” ზედიზედ 14 მოგება, ვიზავის – 8. ამასთან მატჩამდე იტალიელი ჟურნალისტები თუ ვინმეს აზრი მოეკითხებათ, ყველას დაეკითხნენ, თუ რას ფიქრობდნენ მომავალ დაპირისპირებაზე... ახლა უკვე, აზრი აღარ აქვს, ვინ რას პროგნოზირებდა ან ფიქრობდა. ფაქტია, “იუვენტუსმა” მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მოიგო და “ნაპოლის” ერთი ქულით გაასწრო.

“იუვენტუსი” აღნიშნულ მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა და ამიტომაც იყო, რომ მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრიმ 4-4-2 ტაქტიკური სქემა პირველად რომ აირჩია. სხვათა შორის, ტურინელებს თამაშის მსვლელობისას ორი შეცვლის გაკეთება იძულებით მოუხდათ – ჯერ ლეონარდო ბონუჩი დაშავდა და არავინ იცის “ბაიერნთან” ითამაშებს თუ არა და, მერე ალვარო მორატას ხელზე მცირე პრობლემები შეექმნა. თუმცა ხომ გაგიგონიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მორატას შემცვლელი სიმონე ძაძა მატჩის და ვინძლო სეზონის გმირიც გახდა... ამაზე ქვემოთ.

მთელმა 90 წუთმა დაძაბულ ბრძოლაში განვლო. თამაშს ადვილად შეატყობდით, რომ სკუდეტოს ბედს წყვეტდა და გუნდები ზედმეტ რისკზე არ მიდიოდნენ. მთლიანობაში უპირატესობას “იუვე” ფლობდა, რაც ლოგიკურია – მასპინძელი გახლდათ. ნეაპოლელებს კი ყველაზე რეალური შანსი 34-ე წუთზე მიეცათ, როცა გონსალო იგუაინს ბონუჩიმ ფანტასტიური თამაშით საგოლე დარტყმა არ დააცადა და თავისი გუნდი გარდაუვალ გოლს გადაარჩინა. “იუვეს” ასეთი რეალური მომენტი 62-ე წუთზე ჰქონდა, როცა პოლ პოგბას დიდებულ პასს პაულო დიბალა ერთი შეხებით ასრულებდა, მაგრამ ბურთი პეპე რეინას კარს ოდნავ გადაევლო. გოლი რეინას კარში მაინც გავიდა: 88-ე წუთზე, ხედირას დაწყებული კომბინაცია სიმონე ძაძამ შორიდან ძლიერი, ეფექტური და რაც მთავარია შედეგიანი დარტყმით დაასრულა. ესპანელი კიპერი ამ ეპიზოდში ვერაფერს გახდა. მერე “ნაპოლის” რამის შესაცვლელად უბრალოდ დროც აღარ ჰქონდა, სხვა თუ არაფერი და “იუვენტუსი” სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია.

ჰო, ტურინულმა გრანმდა უკვე მიჯრით 15 თამაში მოგო. მილანის “ინტერის” რეკორდამდე კი უკვე მხოლოდ ორი მატჩია დარჩენილი. თავის მხრივ “ნაპოლიმ” 8 მატჩიანი (მისთვის სარეკორდო) მოგებების სერია დაასრულა.

“ემპოლი” – “ფროზინონე” 1:2 (0:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი (მჭედლიძე 81), ტონელი, არიაუდო, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი (ბიტანტე 79); საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ფრზონინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, რუსო, პავლოვიჩი; გორი, ფრარა, სამარკო; ტონევი (აჯეტი 70), დ. ჩიოფანი (ლონგო 79), დიონისი (პაგანინი 89)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 0:1 დ. ჩიოფანი (17), 1:1 მაკარონე (59), 1:2 დ. ჩიოფანი (73)

გაფრთხილება: ბუჩელი (63), მარიო რუი (90) – სამარკო (35), ბლანჩარდი (57), გორი (58), ტონევი (64), როზი (69), ლონგო (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 16:1 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კიევო” – “სასუოლო” 1:1 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 12 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი (სარდო 56), ცეზარი,სპოლი, გობი; რიგონი, პინცი, რადოვანოვიჩი; ბირსა (კოსტა 69); ინგლეზე, ფლორო ფლორესი (მპოკუ 37)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი; სანსონე (დეფრელი 80), ფალჩინელი (ტროტა 72), ბერარდი (პოლიტანო 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ბირსა (29, პენ), 1:1 სანსონე (30)

გაფრთხილება: რიგონი (23), რადოვანოვიჩი (25), ბირსა (26) – პელუზო (28), მისიროლი (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 10 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დავიდე ჯერზინი

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 40 000

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი (რუგანი 52), ბარძალი, ევრა; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა; დიბალა (ალექს სანდრო 87), მორატა (ძაძა 58)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (გაბიადინი 89), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 77)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 ძაძა (88)

გაფრთხილება: პოგბა (67), მარკიზიო (86) – კალეხონი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 5 (1) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092183