ფეხბურთი

22:00 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ: ორიე სკანდალში გაეხვია

პსჟ-ის კოტდივუარელი მცველი სერჟ ორიე სკანდალში გაეხვია. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ისმის, რომ ფეხბურთელი პარტნიორებს აგინებს და არც გუნდის მწვრთნელ ლორან ბლანს აკლებს "ქათინაურებს".

ორიემ ბლანს არატრადიციული ორინტაცის ადამიანი უწოდა და უხამსი სიტყვებით მოიხსენია. ასევე გრეგორი ვან დერ ვილსა და მეტიც, ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც კი შეურაცხყოფა მიაყენა.

ორიე გულშემატკივართა კითხვებს პასუხობს და სწორედ მაშინ იხსენიებს ბლანსა და იბრაჰიმოვიჩს აუგად. კოტდივუარელი ამბობს, რომ ვიდეო ყალბია და აუცილებლად გაარკვევს, თუ ვინ დაამონტაჟა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097582