სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:52 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” სრულფასოვანი რევანში აიღო

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “ნოუ კამპზე” გამასამართი ჯახი იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “ბარსელონამ” ვიგოს “სელტა” მიიღო.

პირველ წრეში “ბლაუგრანამ” ვიგოში დიდი სირცხვილი იწვნია (1:4 წააგო), ხოლო გასულ წელს გალისიელებმა ხოაკინ ლარივეის გოლით სულაც “ნოუ კამპზე” შეძლეს გამარჯვება და რასაკვირველია, “ბარსელონა” სრულფასოვანი რევანშისთვის ემზადებოდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესო გამოდგა. მასპინძლები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს სტუმრებიც ქმნიდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. ანგარიში 28-ე წუთზე ლიონელ მესიმ ულამაზესი ჯარიმით გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე ჯონ გუიდეტიმ მის მიერ გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია და ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც “სელტას” უბედურებას არ მოასწავებდა, მაგრამ 59-ე წუთიდან გალისიური კლუბის რბევა მაინც დაიწყო. ლიონელ მესიმ შესანიშნავი გადაცემით ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ურუგვაელსაც შესრულება აღარ გასჭირვებია. 75-ე წუთზე ლუისმა ნეიმარს დაუფასა კარგი გარჯა და ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო 81-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, რაც უიშვიათესად თუ გვინახავს - მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გაათამაშეს: მესიმ სუარესს დაუგორა ბურთი და ჰეთ-თრიკი შეასრულებინა. სულ კი, “ლივერპულისა” და “აიაქსის” ყოფილმა ფორვარდმა მიმდინარე ლა ლიგაში 23-ე გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდუს ორი ბურთით გაასწრო. სუარესი მხოლოდ 3 ბურთის გატანით არ შემოიფარგლა, მან ჯერ ივან რაკიტიჩს გაუწია ასისტენტობა, ხოლო 90-ე წუთზე ნეიმარს გაატანინა. “ბარსელონამ” პირველ წრეში განცდილი განცდილი მარცხისთვის გალისიელები მწარედ დასაჯა – 6:1.

მინი მადრიდულ დერბიში იმარჯვა მადრიდის “ატლეტიკომ”, რომელმაც “ხეტაფე” “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” ფერნანდო ტორესის ნაადრევი გოლით გოლით დაამარცხა. “ელ ნინიომ” 3 ქულის მომტანი გოლი მე-2 წუთზე ფერეირა კარასკოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:1.

“სევილია” საკუთარ კედლებში “ლას პალმასს” დაუპირისპირდა და საკმაოდ გაუჭირდა. მასინძლებს მეტოქის გასატეხად 70 წუთი დასჭირდათ, თუმცა შემდეგ ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. ჯერ ევერ ბანეგამ შეაგდო ლამაზი გოლი, ხოლო შემდეგ კევინ გამეიროს ჯერი დადგა, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მეცამეტედ იხეირა. სათქმელია, რომ 1:0-ზე სტუმრებს 100%-იანი პენალტი არ დაუდეს, თორემ შესაძლოა სულ სხვა შედეგი გვენახა...

მშვენიერ ფორმაში შევიდა “სოსიედადი”, რომელმაც ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ბასკებმა “ანოეტაზე” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს “გრანადას”.

კიდევ ერთმა ბასკურმა კლუბმა “ეიბარმა” კი, ასევე შინ მოახერხა “ლევანტეს” დამარცხება (2:0). აღსანიშნავია, ბორხა ბასტონის მე-16 გოლი მიმდინარე გათამაშებაში.

სოსიედადი – გრანადა 3:0 (2:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი, პარდო (ბერგარა 77), ილარამენდი, ოიარზაბალი (ლიტრი 87), ველა, პრიეტო, ჯონათასი (ბრუმა 68).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, რ.კოშტა, ფოლქიერი, ბირაგი, რ.პერესი (დაკური 74), ფ.რიკო, პენარანდა (კუენკა 64), როჩინა, საკსესი, ელ არაბი (ბარალი 63).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 1:0;3:0 ოიარზაბალი (21;60), 2:0 ჯონათასი (45)
გაფრთხილებები: ილარამენდი – ფოლქიერი, დაკური
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

სევილია – ლას პალმასი 2:0 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, მარიანო, ტრემულინასი, ნ’ზონზი, კრისტოფორო, რეიესი (ვიტოლო 57), კონოპლიანკა (კრონ-დელი 66), ბანეგა, გამეირო (მუნიოსი 79).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ბიგასი, აიტამი, გარიდო, დ.გარსია (პერდომო 79), მესა (ერნანი 72), ტანაუსუ, ვიერა, ვაკასო, ელ ჟარი, ვ.ჟოზე (არაუხო 84).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ბანეგა (69), 2:0 გამეირო (75)
გაფრთხილებები: კოლოძიეჩაკი – გარიდო, ვ.ჟოზე, ვაკასო
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

ეიბარი – ლევანტე 2:0 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, ანსოტეგი, კასტელიანო, კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ადრიანი (რადოშევიჩი 78), ინუი (კორალი 92), პელეტეირო, ბასტონი (ენრიჩი 75).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ლევანტე (4-4-2): მარინიო, დ.ნავარო, ფედალი, ტონიო, ორბანი, სიმაო (ვერდუ 63), ვერზა, ხუმეტრა (კამარასა 63), მორალესი, დეივერსონი, როსი (გილასი 80).
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 1:0 ბასტონი (37), 2:0 ტონიო (58)
გაფრთხილებები: დ.გარსია, კასტელიანო, პელეტეირო – ორბანი, ხუმეტრა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ხეტაფე – ატლეტიკო 0:1 (0:1)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ვერხინი, კალა, დ.სუარესი, იოდა, ხ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი, სარაბია, ლეონი (მენსა 85), მ.გომესი (ვანდერსონი 74), ვაზკესი (სცეპოვიჩი 69).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, საული, გაბი, კოკე, კარასკო (ო.ტორესი 54), გრიზმანი (კორეა 86), ფ.ტორესი (კრანევიტერი 67).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: ფ.ტორესი (2)
გაფრთხილებები: სარაბია, ლეონი – კოკე, გაბი, ხიმენესი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ბარსელონა – სელტა 6:1 (1:1)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში (ვიდალი 61), ბუსკეტსი, რობერტო (რაკიტიჩი 61), ინიესტა (თურანი 78), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ხონი, კაბრალი, მალიო, პლანასი, პ.ერნანდესი (დიასი 65), ვასი (დიოპი 83), რადოია, სენე, ბივუ, გუიდეტი (ბრაზიჩი 78).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 მესი (28), 1:1 გუიდეტი (39 ს.კ.), 2:1;3:1;4:1 ლ.სუარესი (59;75;81), 5:1 რაკიტიჩი (84), 6:1 ნეიმარი (91)
გაფრთხილებები: კაბრალი, პლანასი, მალიო, სენე
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172441