კალათბურთი

17:35 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ოპერაციას პარასკევს გაუკეთებენ
ქართველ კალათბურთელს მენისკი აწუხებს

“ლაბორალ კუჩას” 24 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ბოლო პერიოდში ტრავმის გამო უქმობდა, ოპერაციას მაინც ვერ გადაურჩა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თოკოს მარცხენა მუხლზე მენისკი აწუხებს.

როგორც ირკვევა, შენგელია კლინიკაში პარასკევს, 19 თებერვალს გამოცხადდება, ოპერაციას კი ცნობილი ექიმი მიკელ სანჩესი ჩაატარებს. თუ რა დრო დასჭირდება ქართველი ფორვარდის მომჯობინებას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ესპანეთის ჩემპიონატში, 31 იანვარს, “მურსიასთან” მატჩში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. ესპანურ ლიგაში შენგელიას საშუალო მონაგარი 12.1 ქულა და 5.0 მოხსნა გახლდათ, ევროლიგაში კი – 9.1 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.2 პასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169386