ავტოსპორტი

2:55 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ ფ1-ის ახალი მანქანის წარდგენის დღე დანიშნა

„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ თავის უახლეს ფორმულა 1-ის ბოლიდს პარასკევ საღამოს გაგვაცნობს. წარდგენა ინტერნეტით ჩატარდება, რომლის დროსაც, მარანელოელები ბოლიდის მხოლოდ ფოტოებს გამოაქვეყნებენ. პირველად კი მისი ხილვა ბარსელონას ტესტებზე, ორშაბათს იქნება შესაძლებელი.

თუმცა, კვირას ავტომობილი ბარსელონაშივე, გადაღებებზე გავა. ტესტები 22 თებერვალს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. ჯამში ბარსელონას ტესტები რვა დღე გაგრძელდება.

„ფერარი“ ახალ ბოლიდზე დიდ იმედებს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ის წინა წლების დომინანტ „მერსედესს“, ტიტულისთვის მედგარ მეტოქეობას გაუწევს. ცნობილია, რომ აეროდინამიკის დახვეწის გარდა, ავტომობილს ძირეულად განახლებული ძალური დანადგარიც აქვს, რომელსაც კონფიგურაცია შეუცვალეს. გარდა ამისა, ახალ სეზონში კვიცები განსხვავებულად, წითელ-თეთრ ფერებში გამოწყობილები იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094219