ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ეზეკიელ ლავესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ჩინური “ჰებეის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. თუ რამდენს მიიღებს წლიური გასამარჯელოს სახით ლავესი აზიაში უცნობია, მაგრამ სანამ ტრანსფერი გაოფიციალურდებოდა, მანმადე მსუყე თანხა, 2 სეზონში 50 მილიონი ევრო სახელდებოდა.
ლავესის მიმდინარე სეზონის ბოლოს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურებოდა და თავისუფალი აგენტიც ხდებოდა. იგი “პარკ დე პრენსზე” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი, სახელი იტალიურ “ნაპოლიში” თამაშით გაითქვა. თავის მხრივ “ჰებეიმ” ლავესიმდე კოტ დიუარელი ჟერვინიოც შეიძინა და მშვენიერი შეტევის ხაზიც ეყოლება.