ავტოსპორტი

0:04 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულის“ ახალი საბრძოლო ფორმა

„რედ ბულმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, RB12-ის საბრძოლო ფორმა, გასული სეზონის ბოლიდზე გვიჩვენა. პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა და მას რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობის გარდა, პილოტებიც - დანიელ რიკარდო და დანილ კვიატი დაესწრნენ. ახალი ავტომობილი პირველად საზოგადოების წინაშე 22 თებერვალს, ბარსელონას ტესტების პირველ დღეს წარდგება.

ყოფილი სპონსორის, საავტომობილო კომპანია „ინფინიტის“ დაკარგვის გამო, ავტომობილის ფერებიდან გაქრა იისფერი. გვერდებზე იაპონური პრემიუმ კომპანიის წარწერები, „რედ ბულის“ ზორბა ემბლემამ და წარწერამ შეცვალა. ავტომობილის საბაზო ლურჯი ფერი გამუქდა, მის შეხამებაში კი დომინანტი ყვითელი გახდა, რომელიც წითელ ხარს ფონად აქვს.

პილოტების ფორმებიც ახლებურადაა გაფორმებული. კომბინეზონები კამუფლირებულია და მათზე სპორტული სამოსის მწარმოებელი „პუმას“ ემბლემები ასრულებს კამუფლაჟის როლს. გერმანული კომპან „რედ ბულის“ პილოტებს ფორმას ადრეც უკერავდა, ამჯერად კი გუნდის სპონსორიც გახდა.

ბოლიდის უკანა ნაწილში გაჩნდა წარწერა TAG Heuer. ესაა საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია, რომლის სახელითაც, ხარები „რენოს“ აგრეგატებს გამოიყენებენ. იმავდროულად, ის გუნდის ახალი სპონსორიცაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099534