ფეხბურთი

15:33 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” მერინიოს გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” 24 წლის ვინგერს საბინ მერინიოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ცნობა ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

საბინი “სან მამესზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

მერინიომ მიმდინარე სეზონში “ლომების” მაისური 29-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155863