ფეხბურთი

16:38 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალკარაზი სამშობლოში დაბრუნდა

პარაგვაის ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა ანტონილ ალკარაზმა ესპანური “ლას პალმასი” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 33 წლის ფეხბურთელი “ლიბერტად ასუნსიონში” ითამაშებს.

ანტონილი კანარულ კლუბში სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, თუმცა კიკე სეტიენის გუნდში მისვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უსაქმოდ დარჩა. ფეხბურთელმა “გრან კანარია” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მან “ყვითლების” მაისური მხოლოდ 7-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

კარიერის განმალობაში ალკარაზს “რასინგში”, “ფიორენტინაში”, “ბრიუგეში”, “უიგანსა” და “ევერტონში” უთამაშია, ხოლო პარაგვაის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 24 მატჩში 2 ბურთი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163789