ავტოსპორტი

1:36 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ინდონეზიელი დებიუტანტი

მისი სახელია რიო ჰარიანტო და ის „მენორში“ პარტნიორობას ასევე ფ1-ის დებიუტანტს, DTM-ის გერმანელ ჩემპიონ პასკალ ვერლაინს გაუწევს. ჰარიანტოს, რომელმაც გასულ სეზონში, GP2 სერიაში სამი რბოლის მოგებით ისახელა თავი, პირად სპონსორობას ინდონეზიური ნავთობკომპანია „პერტამინია“ უწევს. ჰარიანტო ბრიტანულ გუნდში, ბრიტანელ უილ სტივენსს შეცვლის.

ჰარიანტო 23 წლისაა და მან ფორმულა 1-ში თავის ნომრად 88 შეარჩია. მან განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის პირველ ტესტებს და ამაყობს იმით, რომ ფ1-შ აზიას წარმოადგენს. ახალგაზრდა პილოტი თვლის, რომ „მენორს“ ამბიციური გეგმები აქვს და ეს მის დებიუტს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

ჰარიანტო არ მალავს, სეზონის პირველი რბოლიდან მოყოლებული, რომელიც მელბურნში გაიმართება, მას გარკვეული იმედები ექნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს. გუნდის შეფი სტივენ ფიცპატრიკი ამბობს, რომ ის აღფრთოვანებული დარჩა GP2-ის გასულ სეზონში ჰარიანტოს გამოსვლით, რომელმაც ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091127