ფეხბურთი

11:30 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელებს ხელფასებს შეუმცირებენ

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის სახელფასო ფონდის შემცირებას გეგმავს. როგორც Daily Mirror-ი იტყობინება, თუკი “წითელი ეშმაკები” მიმდინარე სეზონის შედეგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ფეხბურთელთა ანაზღაურება 25 პროცენტით შემცირდება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის 26 ტურში მოპოვებული 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ზონაში მყოფ თანაქალაქელ სიტის უკვე 6 ქულით ჩამორჩება. წარუმატებელი გამოდგა ლუის ვან გაალის შეგირდებისთვის ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრაც, რომელიც დანიაში “მიდტიულანდთან” 1:2 წააგეს (VIDEO).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091164